თბილისის გრანდ სლემზე ონისე სანებლიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს, ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 100კგ-ში წონასი, ოქროს მედლისთვის ერთმანეთს გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე დაუპირისპირდნენ. სანებლიძემ მეტოქე 21 წამში იპონით დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ამავე წონაში მესამე ადგილისთვის იჭიდავა ილია სულამანიძემ, მაგრამ იგი გერმანელი დანიელ ჰერბტსთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა. ტურნირზე კარგად გამოვიდა და დამსახურებული ბრინჯოს მედალი მოიპოვა მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა. ცოტა ხნის წინ, 90კგ წონითი კატეგორიის ფინალში ბექა ღვინიაშვილი უნგრელ კრისტიან ტოტს შეხვდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. თბილისის გრანდ სლემზე გამომსვლელი ოთხი მძიმეწონოსნიდან სამს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ. ზაალიშვილი ოქროს მედლისთვის უზბეკ იუსუპოვთან იჭიდავებს, ხოლო ბრინჯაოსთვის ერთმანეთს ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე დაუპირისპირდებიან.
თბილისის გრან სლემზე, ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.