logo_geo
eng_logo
ბაკურ კვაშილავა: ჩვენთვის ყველაზე ცუდი გამოსავალი იქნება, თუკი უკრაინა და მოლდოვა ერთ პაკეტს მიიღებს და საქართველო - განსხვავებულს
- +

5 ივნისი. 2022. 20:46

"პირდაპირი გადასახედიდან, საქართველო იმსახურებს იმდენად, რამდენადაც იმსახურებს დანარჩენი ორი. სხვაგვარად, თუ გავყვებით იმ მოთხოვნებს, რომელიც კანდიდატის სტატუსთანაა დაკავშირებული, ვიტყოდი, რომ ამ სამი ქვეყნიდან არცერთი არ იმსახურებს, "- ამის შესახებ „იმედის კვირას“ GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

ალბათ, ყველაზე უფრო მოსალოდნელია, უკრაინის საკითხი ცალკე განიხილონ. მოლდოვასა და საქართველოს კაზუსები კი ცალკე განყენებულად იყოს განხილული. ყველაზე ნაკლებმოსალოდნელი და ჩვენთვის ყველაზე ცუდი გამოსავალი იქნება, თუკი უკრაინა და მოლდოვა ერთ პაკეტს მიიღებს და საქართველო - განსხვავებულს. ბუნებრივია, თეორიულად ამის შესაძლებლობაც არსებობს, რადგან ისედაც ჩვენ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მოვლენასთან, როდესაც ასეთი დაჩქარებული წესით განიხილება ეს განაცხადები“, - განაცხადა კვაშილავამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner