logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: იმ შემთხვევაში თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, საქართველომაც უნდა მიიღოს და მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც იქნება
- +

5 ივნისი. 2022. 20:47

იმ შემთხვევაში თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, საქართველომაც უნდა მიიღოს და მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მოლოდინი რა თქმა უნდა პოზიტიურია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ლიდერი, ეს არის აღიარებული ყველა კვლევით, ყველა ოფიციალური დოკუმენტით, რაც ამ ეგიდით დღემდე შემდგარა. თუკი პარამეტრებზე და კრიტერიუმებზე რამეა დამოკიდებული, და ეს რა თქმა უნდა ასეა, ამ შემთხვევაში საქართველოს ლიდერობა უკვალოდ ვერ დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, საქართველომაც უნდა მიიღოს და მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner