გლდანში, მე-20 ოლქში, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად კობა კობალაძე დასახელდა.
„ბატონი კობას შესახებ ყველამ იცით - წინა ხელისუფლების პერიოდში იგი უსამართლოდ იყო დაკავებული. დღეს კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ხელმძღვანელობს. გენერალ კობალაძის სახელი ყოველთვის საამაყო იყო ჩვენი ქვეყნისთვის - ის იყო ეროვნული გვარდიის სარდალი. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ აფხაზეთის ომის დროს იგი ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან ოპერაციებს. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და, ამასთანავე, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, დიდი პატივისცემით სარგებლობს არა მხოლოდ თანამებრძოლებს შორის და სამხედრო წრეებში, არამედ მთლიანად, საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პროფესიონალი და პატრიოტი ჩვენი ქვეყნის, ხალხის სამსახურში ძალიან ბევრის გაკეთებას შეძლებს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.