logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა გაიგონ, რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე
- +

5 ივნისი. 2022. 22:09

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა "უნდა გაიგონ", რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება "არ არის ერთჯერადი დახმარება" და უნდა გაგრძელდეს "გამარჯვებამდე". ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"იარაღის ჩამოსვლა უკვე დაიწყო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთის არმიას ძლიერი წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენ ყოველთვის დაგვჭირდება მხარდაჭერა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უკვე გაჭიანურებულ ომში შევედით. დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის ერთჯერადი დახმარება, არამედ ეს არის გამარჯვებამდე. ჩვენი მებრძოლები ნამდვილად მომზადებულები არიან, ჩვენი ჯარი მომზადებულია, მაგრამ ეს მოტივაცია და წვრთნა რუსეთის იარაღის გარეშე დასაძლევად, საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება დასავლური სამყაროს დახმარება, განსაკუთრებით იარაღის კუთხით და პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვასა და მძიმე იარაღზეა საუბარი", - განაცხადა მალიარმა.

სევეროდონეცკში არსებულ ვითარებაზე მალიარმა განაცხადა, რომ ვითარება მუდმივად იცვლება და ამიტომ განახლებული ინფორმაციის თქმა რთულია იმის შესახებ, თუ რამდენ ქალაქს აკონტროლებს უკრაინა.

"დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რადგან საბრძოლო მოქმედებების დროს, ქალაქის ზოგიერთი ნაწილი შესაძლებელია, რომ რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ იყოს, მაგრამ 30 წუთში სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ერთადერთი, რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერ წინააღმდეგობას წევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქი დაეცემოდა", - აღნიშნა მალიარმა.

უკრაინის დედაქალაქზე საუბრისას მალიარმა დასძინა, რომ "კიევი მუდმივი საფრთხის ქვეშაა".

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ომი ცხელ ფაზაშია და კიევი რუსეთის ფედერაციის მთავარ სამიზნედ რჩება", - განაცხადა მალიარმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner