logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ზოგიერთი ევროპარლამენტარი ზუსტად იმას იმეორებს, რაც თითქოს, ლოგიკას არ ექვემდებარება. გამოდის, ევროპასთან მაშინ უფრო ახლოს ვიყავით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში წამებები დაადგინა
- +

6 ივნისი. 2022. 00:14

 

 

“ზოგიერთი ევროპარლამენტარი ზუსტად იმას იმეორებს, რაც თითქოს, ლოგიკას არ ექვემდებარება. გამოდის, რომ ევროპასთან მაშინ უფრო ახლოს ვიყავით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში წამებები დაადგინა, “- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“, განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში ძალიან კარგი განცხადება და ანალიზი გააკეთა ფაქტებისა 2008 წლიდან მოყოლებული.

 

„საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიო გახდა კონტურები იმ ფორმატებისა და საერთოდ შექმნილი ვითარების. ბევრი კითხვა წამოიჭრა, თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენებმა ახლა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. აშკარაა რაც მოხდა და მოვლენების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ზუსტად იმას იმეორებს, რაც თითქოს, ლოგიკას არ ექვემდებარება. გამოდის, რომ ევროპასთან მაშინ უფრო ახლოს ვიყავით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში წამებები დაადგინა და დღეს ვიცით, რომ ასეთი ასამდე დადგენილებაა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner