logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კანდიდატის სტატუსი ევროპის წამყვან ქვეყნებს ვალდებულებას უქმნის - ის ქოლგა, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას თავზე უნდა გაშალოს, ქმედითი იყოს
- +

6 ივნისი. 2022. 00:16

 

 

“კანდიდატის სტატუსს ქვეყნისთვის დიდი წონა აქვს, რადგან კანდიდატობა მთელ რიგ დედაქალაქებს, ევროპის წამყვან ქვეყნებს ვალდებულებას უქმნის, რათა ის ქოლგა, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას თავზე უნდა გაშალოს, ქმედითი იყოს, “- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„მოდით, ვთქვათ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი ხალხისთვის, რათა ისინი ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდნენ. არათუ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რათა კანდიდატობა იქცეს წევრობად. ქვეყნებს 20-წლეულების განმავლობაში კანდიდატის სტატუსი აქვთ. მაგალითად ბალკანეთის ქვეყნები. გსმენიათ, ახლა ისინი აცხადებენ, რატომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, როდესაც ამდენი ხანია ეს ქვეყნები კანდიდატები არიან?

 

თავად კანდიდატობას დიდი წონა აქვს, რადგან კანდიდატობა მთელ რიგ დედაქალაქებს, ევროპის წამყვან ქვეყნებს ვალდებულებას უქმნის, რათა ის ქოლგა, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას თავზე უნდა გაშალოს, ქმედითი იყოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner