logo_geo
eng_logo
გიორგი შარვაშიძე: მსოფლიოში, არცერთი უნივერსიტეტი არ ამბობს იმას, რომ ონლაინ ჩაბარებული გამოცდა შედეგიანია - გვინდა, ხარისხი, რომელიც თსუ-ში არსებობს შევინარჩუნოთ და ამ პროცესში ყველა სტუდენტი იყოს ჩართული
- +

6 ივნისი. 2022. 00:58

 

 

“მსოფლიოში, არც ერთი უნივერსიტეტი არ ამბობს იმას, რომ ონლაინ ჩაბარებული გამოცდა შედეგიანია. გვინდა, ხარისხი, რომელიც თსუ-ში არსებობს შევინარჩუნოთ და შევეცადოთ, რომ ამ პროცესში ყველა სტუდენტი იყოს ჩართული” - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ვერანაირი მექანიზმებით ვერ ვიცავთ იმას, რომ ნამდვილად ერთნაირი პირობები შეექმნას იმას, ვინც აბარებს ონლაინ და ვინც არ აბარებს ონლაინ. კამერით ვერ ვამოწმებთ იმას, ნამდვილად აბარებს თუ არა სტუდენტი გამოცდას. გამოცდების პროცესი არის სწავლების ნაწილი და მნიშვნელოვანია შეფასების ნაწილი.

 

როდესაც ჩვენ ჩვეულებრივი სწავლების რეჟიმზე გადავალთ რამდენიმე ვერსიას ვთავაზობთ: თუ სტუდენტს თბილისში ჩამოსვლა არ შეუძლია ჩავიდეს ქუთაისში, ახალციხეში, ეს ლოკაციები ტყუილად არ არის შერჩეული, შევისწავლეთ რამდენი საათი სჭირდება ჩასვლას, ტრანსპორტირებას, რამდენი სტუდენტია კონკრეტული რეგიონიდან., ეს ყველაფერი ძალიან ღრმა ანალიზის საფუძველზე გაკეთდა. გვინდა, რომ ხარისხი, რომელის თსუ-ში არსებობს შევინარჩუნოთ და შევეცადოთ, რომ ამ პროცესში ყველა სტუდენტი იყოს ჩართული“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

 

თსუ-ს აკადემიური საბჭოს ინფორმაციით, ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner