logo_geo
eng_logo
შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

16 აგვისტო. 2016. 10:10

 

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს  თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ე., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ნაქირავები ბინის ჩხრეკისას, 48 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.

 

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

right_banner right_banner
არქივი
right_banner