logo_geo
eng_logo
მეტეხის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

6 ივნისი. 2022. 12:38

 

 

ქალაქ კასპში მეტეხის  ქუჩაზე  ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრეები და ცხაურები. სამუშაოები  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

მეტეხის ქუჩის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ მეტეხის ქუჩა წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და  მოასფალტებულიც არასდროს ყოფილა.

 

კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული გზა ხელს შეუწყობს ქვეითებისა და სატრანსპორტო საშუალებების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner