logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაცები“ აფინანსებდნენ შალიკოს მთელ პარტიას. ახლა დაფინანსება შეუწყვიტეს და აგრესიულ ქმედებებზე ამიტომაც არიან გადასულები
- +

6 ივნისი. 2022. 12:46

 

 

„პაატა მანჯგალაძის და გიორგი გუგავას ჩხუბი კი არის სასაცილო და გასართობი თემა და კი გამოხატავს ოპოზიციის რეალურ და არსებულ დეგრადირებულ სახეს, მაგრამ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გუშინ ტელეკომპანია „პირველში“ მომხდარ ინციდენტს, რომლის თანახმად „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ახლა „ლეიბორისტებს“ შეუწყვიტეს დაფინანსება და აგრესიულ ქმედებებზე ამიტომაც არიან გადასულები.

 

„პაატა მანჯგალაძის და გიორგი გუგავას ჩხუბი კი არის სასაცილო და გასართობი თემა და კი გამოხატავს ოპოზიციის რეალურ და არსებულ დეგრადირებულ სახეს, მაგრამ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მანჯგალაძე ვისგან იღებს ფულს არ ვიცი, მაგრამ ლეიბორისტებს, რომ „ნაცები“ აფინანსებდნენ და შალიკოს მთელი პარტია აქებდა მიშას, ეგ ყველამ კარგად ვიცით. ახლა ლეიბორისტებს შეუწყვიტეს დაფინანსება და აგრესიულ ქმედებებზე ამიტომაც არიან გადასულები. აღარ აძლევენ ფულს და არიან ძალიან აგრესიულები!“ - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner