logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდია: ტრაქტატი მინიმუმ წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ იქ მეფე ერეკლეს ქართველთა საწინააღმდეგო არაფერი ჩაუწერია!
- +

6 ივნისი. 2022. 13:33

 

 

ხელოვნების სახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„იგივე გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის გამოც სულმნათ მეფე ერეკლეს აკრიტიკებენ, იცით, როგორი ტიტულატურით აწერდა ხელს მირონცხებული მონარქი?! აი ასე:- " კეთილნებობითა მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსა, მთავარი შამშადილისა, მთავარი კახისა, მთავარი შაქისა, მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა" - ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერია  ზემოჩამოთვლილ ტერიტორიებზე სრულად აღიარებდა ქართველთა ხელმწიფის უფლებებსა და მფლობელობას! დიახ უზარმაზარი იმპერიებით გარშემოჯარულმა "პატარა კახმა" მაინც მოახერხა და საქართველო კავკასიის ლიდერად აქცია!  ასე რომ, გენიალური აკა მორჩილაძისა არ იყოს, „ვისაც სამშობლოსათვის ერთი ნაკაწრი არ დაგიდვიათ", შეეშვით ამ დიდებულ ხელმწიფის ლანძღვას, ტრაქტატი მინიმუმ წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ იქ მეფე ერეკლეს ქართველთა საწინააღმდეგო არაფერი ჩაუწერია!“, - წერს გიორგი კალანდია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner