„ნაციონალური მოძრაობა“ რასაც აკეთებს ეს არსად მოსულა – არც ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობაში, არც ქუჩაში და არც ქუჩის მიღმა – ის წაგებას არ აღიარებს“, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „იმედი LIVE“, განაცხადა.
„წარმოიდგინეთ, ფეხბურთს ვთამაშობთ, სამი ადამიანი ვართ და ხალხი გველოდება – ვინც წააგებს გადის და ახალმა გუნდმა უნდა სცადოს გამარჯვებულის დამარცხება. „ნაციონალურ მოძრაობას“ სცემენ, ურტყამენ და მოედნიდან მაინც არ გადის და თან სულ აგებს და ამბობს, რომ მე ჯერ არ წამიგიაო – აი ეს სიტუაციაა დღეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.