logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ისე, კაი რტყმევინება სცოდნია გუგავას ქვემოდან, რას ერჩით?
- +

6 ივნისი. 2022. 14:26

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„მეთუთუნე ჭუტლექსას ტატამი!

 

ერთი შეხედვით, ძაან სასაცილოა... ოდნავი დაკვირვებით - ტრაგედია!

 

როდესაც მეთუთუნე უბორნიას აკეთებს და ამ უბორნიას ტელევიზიას უწოდებს, რა თქმა უნდა, იქ მხოლოდ ასეთ მოადამიანო ელემენტებს დაინახავთ.

 

არ შეიძლება, არა, ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, თაღლითმა მეთუთუნემ მხოლოდ თუთუნი უნდა აკეთოს და პერიოდულად ფული ათეთროსო. მართალია, ჭუტლექსას გაკეთებული არც თუთუნი ვარგა, მაგრამ ჯანდაბას, ეგეთი თვალსაჩინოება მაინც არ არი!

 

რომ არა ჩვენი ბედუკუღმართობა, რა უნდათ ამ უბედურებს პოლიტიკაში? ათეული წლების განმავლობაში ნაგავს გვაჩეჩებდნენ და ჩვენც ვქექავდით... ჰო, ვქექავდით, ყარდა, რაღაცნაირი სუნი ასდიოდა, მაგრამ ვიტანდით.

ჰმ... ვიტანდით კი არა, ხშირად ტაშსაც ვუკრავდით, პარლამენტში ნაგავის შეტანას ოვაციებით ვხვდებოდით. ეს პროცესი არ დასრულებულა, ჭუტლექსვიზიის ტატამზე მოჭიდავეთაგან ერთი (ვინმე პაატა მანჯგალაძე) ისევ საკანონმდებლო ორგანოში გვიზის.

 

21-ე საუკუნის 20-იან წლებში ამისნაირ, მაჭუტაძისნაირ, ყაყო მინაშვილისნაირ თუ ბაჩუკი ქარდავასნაირ ე.წ. ოპოზიციონრებს ვერ გასცდები, ნამეტნავად დასაფიქრებელი რამ უნდა გვჭირდეს ალბათ!

 

მეტიც... იქ, სადაც ჭკუას კაკოიე ბობოხიძეს და ბადრიე შუბლაძეს ეკითხებიან, თლა ვერ უნდა იყოს მდგომარეობა დალაგებულ-აწყობილი!

 

ცნობისათვის: ისე, კაი რტყმევინება სცოდნია გუგავას ქვემოდან, რას ერჩით?

 

მაინც ჩახადეს შარვლები ერთმანეთს, ამ შეჩვენებულებმა!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner