„ამაზრზენი იყო ყოველივე ის რაც „ტვ ფორმულას“ ეთერში ხდებოდა, ერთ მხარეს ფსევდო ჟურნალისტი ვახო სანაია, მეორე მხარეს კი ფსევდო პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, მათ ერთი მთავარი საერთო აქვთ, ორივეს სძულს საქართველო!“ - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს პოლიტიკურ სირცხვილს უწოდებს.
„განსაკუთრებით მიუღებელია მათი ირონია და ცინიკური სახეები, როდესაც ამბობდნენ, ევროკავშირი გინდათ და ომი არ გინდათ? ბატონებო, ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმი ომი არ არის! დიახ, გვინდა ევროკავშირი, მაგრამ არა ომის, არამედ მშვიდობის ხარჯზე. საქართველომ საკუთარი ომი 2008 წელს გადაიტანა, ჩვენ ჩვენი წილი სისხლი უკვე დაღვრილი გვაქვს!
ეს ადამიანები აქამდე თუ ირიბად ითხოვდნენ ომს, დღეს უკვე ღიად ამბობენ, რომ ომი უნდათ და მშვიდობით იმედგაცრუებულები არიან, გესმით როგორ ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე? როგორ შეიძლება მშვიდობით იმედგაცრუებული იყო?
ქართული პოლიტიკის სირცხვილია, რომ ჭიაბერაშვილი პოლიტიკური მოღვაწეა, ადამიანი რომელიც დაცლილია, როგორც მორალისგან, ასევე, ეროვნულობისგან და ადამიანობისგან... მშვიდობა ქართველი ხალხის არჩევანია, რომელსაც ვერავინ შეცვლის, ასევე, ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები“, - წერს დავით ჩიხელიძე.