logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე ლეიბორისტებზე: თემურ ალასანიამ და კობა ნაყოფიამ გააცნობიერეს, რომ პოლიტიკური ბალასტის სპონსორობა არაფრის მომტანია სექტისთვის
- +

6 ივნისი. 2022. 16:40

 

 

„ჩეკისტმა თემურ ალასანიამ და რუსმა ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ გააცნობიერეს, რომ პოლიტიკური ბალასტის სპონსორობა არაფრის მომტანია სექტისთვის. არაა გამორიცხული, რომ მომავალში სააკაშვილის სხვა, ბუტაფორია პარტიებსაც იგივე ბედი ეწიოთ“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

„ბოლო პერიოდში შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტების“ ჭარბ ტოქსიკურობას პოლიტიკური ფანჩატურის თანამეინახეებისადმი ერთი ლოგიკური ახსნა აქვს - ნაცდაფინანსების შეზღუდვა ან შეწყვეტა. როგორც ჩანს, „ნაცების“ ხაზინადარებმა - ჩეკისტმა თემურ ალასანიამ და რუსმა ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ გააცნობიერეს, რომ პოლიტიკური ბალასტის სპონსორობა არაფრის მომტანია სექტისთვის. არაა გამორიცხული, რომ მომავალში სააკაშვილის სხვა, ბუტაფორია პარტიებსაც იგივე ბედი ეწიოთ“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner