„ჩეკისტმა თემურ ალასანიამ და რუსმა ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ გააცნობიერეს, რომ პოლიტიკური ბალასტის სპონსორობა არაფრის მომტანია სექტისთვის. არაა გამორიცხული, რომ მომავალში სააკაშვილის სხვა, ბუტაფორია პარტიებსაც იგივე ბედი ეწიოთ“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
„ბოლო პერიოდში შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტების“ ჭარბ ტოქსიკურობას პოლიტიკური ფანჩატურის თანამეინახეებისადმი ერთი ლოგიკური ახსნა აქვს - ნაცდაფინანსების შეზღუდვა ან შეწყვეტა. როგორც ჩანს, „ნაცების“ ხაზინადარებმა - ჩეკისტმა თემურ ალასანიამ და რუსმა ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ გააცნობიერეს, რომ პოლიტიკური ბალასტის სპონსორობა არაფრის მომტანია სექტისთვის. არაა გამორიცხული, რომ მომავალში სააკაშვილის სხვა, ბუტაფორია პარტიებსაც იგივე ბედი ეწიოთ“, - წერს გია აბაშიძე.