logo_geo
eng_logo
ცნობილი ტრენერების ჩართულობით აჭარაში მასტერკლასები მიმდინარეობს
- +

6 ივნისი. 2022. 17:00

 

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის სექტორისთვის ცნობილი ტრენერების ჩართულობით მასტერკლასები დაიწყო. ადამიანური რესურსების მართვა,  სტრატეგიული კომუნიკაციები, ემოციური ინტელექტის მართვა და ბრენდინგი სტუმარმასპინძლობის ბიზნესში - ეს ის თემებია, რომლებზეც ბათუმში მასტერკლასები მიმდინარეობს.

 

დღევანდელი საჯარო ლექცია ადამიანური რესურსების მართვას ეთმობა.  ცნობილი ტრენერი ანდრო დგებუაძე ადამიანური რესურსების მართვაში ჩართულ პირებს გუნდურობას, კორპორატიული კულტურასა და მოტივაციის ამაღლების თემებზე უტარებს მასტერკლასს.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მასტერკლასებს ტურიზმის სფეროში სერვისის ამაღლების მიზნით უწევს ორგანიზებას. მასში ანდრო დგებუაძესთან ერთად თორნიკე გურული, კახა მაღრაძე და ანდრო მეტრეველი ღებულობს მონაწილეობას.  მასტერკლასების განრიგისა და პროგრამის შესახებ ინფორმაცია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზეა ატვირთული. მათზე დასწრება აჭარაში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს შეუძლიათ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner