logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ჭიაბერაშვილის განცხადებაზე: წითელ ხიდზე და აეროპორტის მესაზღვრეების მიერ შედგენილი სიები მოეყვანა იმის დასტურად, თუ როგორ უნდა სამშობლოს „დაცვა“, იმდროინდელი სრულიად სანაცეთი ერთმანეთს რომ ასწრებდა ქვეყნის დატოვებაში
- +

6 ივნისი. 2022. 17:06

 

 

„ისიც აეხსნა, ამჟამად რატომ არ იბრძვის უკრაინაში, იქაც ხომ „საქართველოს“ იცავენ „პუწინისაგან“ და მისთვის რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, სად დაიჭიროს „კალაშნიკოვი“. რაც შეეხება ომს, ეგ „მთასა“ და „მუჰამედზეა“ გამონათქვამი და არა პროჭიაბერაშვილისეულ ინტერპრეტაციაზე: „თუ თქვენ არ მიდიხართ ომში, ომს თქვენთან ჩვენ ჩამოვაბრძანებთ“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების შესახებ.

 

„კიდევ ერთხელ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე: „დიახ, ომი გვინდა!“ - ნუ, ამას სხვებისგან განსხვავებით „ვაჟკაცობა“ მაინც ეყო ეღიარებინა ის, რაც სხვებს ძალიანაც უნდათ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ბედავენ. საკუთარ „საგმირო“ საქმეებზე 2008 წელს რატომღაც „თავმდაბლობის“ გამო არ შეგვახსენა: როგორ „იბრძოდა“ წინა ხაზზე, როგორ „გამოჰყავდა“ ბრძოლიდან დაჭრილები, როგორ „ეხმარებოდა“ მღვდლებს მიცვალებულების გამოყვანაში. საკუთარ მფორთხავ მთავარსარდალზე შეეხსენებინა რამე - პიპინიასი არ იყოს, საკუთარ დაცვას რომ ასწრებდა. საკუთარი ყოფილი თანაგუნდელი დავით ბაქრაძე გახსენებოდა: „აისხით დანა-ჩანგალი, ჯაყვები და სამშობლო დაიცავითო“. ბოლოს კი წითელ ხიდზე და აეროპორტის მესაზღვრეების მიერ შედგენილი სიები მოეყვანა იმის დასტურად, თუ როგორ უნდა სამშობლოს „დაცვა“, იმდროინდელი სრულიად სანაცეთი ერთმანეთს რომ ასწრებდა ქვეყნის დატოვებაში. და ბოლოს ისიც აეხსნა - ამჟამად რატომ არ იბრძვის უკრაინაში, იქაც ხომ „საქართველოს“ იცავენ „პუწინისაგან“ და მისთვის რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, სად დაიჭიროს „კალაშნიკოვი“. რაც შეეხება ომს - ეგ „მთასა“ და „მუჰამედზეა“ გამონათქვამი და არა პროჭიაბერაშვილისეულ ინტერპრეტაციაზე: „თუ თქვენ არ მიდიხართ ომში, ომს თქვენთან ჩვენ ჩამოვაბრძანებთ“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner