რომის პაპი ფრანცისკე მსოფლიო ლიდერებს უკრაინაში ომის შესაჩერებლად დიპლომატიური გზების გამონახვისკენ მოუწოდებს.
„ჯერ კიდევ გრძელდება ადამიანების ხოცვა და ნგრევა. პოზიციები წინააღმდეგობრივია, რაც ასაზრდოებს ესკალაციას და ვითარება სულ უფრო საშიში ხდება. კვლავ მივმართავ ეროვნულ ლიდერებს: გთხოვთ, ნუ გაანადგურებთ კაცობრიობას“, - განაცხადა პონტიფიკოსმა წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას.