logo_geo
eng_logo
ესტონეთის პრემიერი: თავდაპირველად სანქციები მხოლოდ რუსეთისთვის იყო რთული, მაგრამ ახლა მივდივართ ისეთ წერტილამდე, როცა სანქციები მტკივნეულია ჩვენივე ქვეყნებისთვის
- +

6 ივნისი. 2022. 18:46

 

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ევროპული ერთიანობის შენარჩუნება, ინფლაციასა და ცხოვრების სტანდარტზე ომის გავლენის ფონზე, რთულია, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.

 

მან ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელიც, მისი თქმით, ცდილობს ვლადიმერ პუტინს კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავალი შესთავაზოს.

 

ესტონეთის პრემიერის მტკიცებით, ამ ქმედების ერთადერთი შედეგი რუსეთის ლიდერისთვის იმის რწმენის მინიჭებაა, რომ ის არ იქნება იზოლირებული და არ აგებს პასუხს მისი არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებების გამო.

 

„თავდაპირველად სანქციები მხოლოდ რუსეთისთვის იყო რთული, მაგრამ ახლა მივდივართ ისეთ წერტილამდე, როცა სანქციები მტკივნეულია ჩვენივე ქვეყნებისთვის და საკითხავია, როგორი ტკივილის ასატანად ვართ მზად. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია. ეს სულ უფრო და უფრო რთულდება მაღალი ინფლაციისა და ენერგიის ფასების გამო“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.

 

მისი თქმით, სირთულეების მიუხედავად, თავისუფლება ფასდაუდებელია.

 

„გაზი შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია. თავისუფალ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს ეს ნამდვილად არ ესმით. მე ვიცი, როგორი გრძნობაა და ეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთის ქვეყნების გამოცდილება, მაგრამ ეს არის გამოცდილება, რომელიც დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას არ აქვს, ამიტომ ღირებულებები შესაძლოა გაუჩინარდეს, როგორც კი ტკივილს იგრძნობთ თქვენს მხარეს“ , - აღნიშნა კაია კალასმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner