პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავასკანდიდატურას მხარი დაუჭირა.
„ეროვნული ბანკის საბჭო უნდა გახდეს კიდევ უფრო ქმედითი და აიღოს მეტი პასუხისმგებლობა მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიმართულებით. საბჭოს წევრობა არ არის პენსიაზე გასვლა და მხოლოდ მაღალანაზღაურებადი პენსია. საბჭოს წევრები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ეროვნული ბანკის საქმიანობაში“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა, დაასახელოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა, კომიტეტი კი რეგლამენტის შესაბამისად მოქმედებს.
„ოპოზიციამ მოითხოვა კომიტეტის სხდომაზე, როცა ჩვენ გვექნება ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის განხილვა საბჭოს წევრების დასწრება. ჩვენ, შესაბამისი წერილით მივმართეთ ეროვნულ ბანკს და მოვიწვიეთ საბჭოს წევრები. ეს ხაზს უსვამს საბჭოს წევრების უფრო მეტად ჩართულობის მნიშვნელობას ეროვნული ბანკის საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ ხედვაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.