logo_geo
eng_logo
მთავრობა C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას დაამტკიცებს
- +

16 აგვისტო. 2016. 10:55


მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება, - C ჰეპატიტის  ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათასობით ოჯახის სიღატაკისგან ხსნა მოხერხდა.


როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, 4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული იყოს.


ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი   116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს.


მთავრობის მეთაურმა სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ პარტნიორებს, მათ შორის - გლობალურ ფონდსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე, სამთავრობო გუნდს, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner