logo_geo
eng_logo
Der Spiegel: გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებას არ განიხილავს, რადგან შიშობს, რომ უკრაინა მათ რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენებს
- +

6 ივნისი. 2022. 23:25

გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებას არ განიხილავს, რადგან შიშობს, რომ უკრაინა მათ რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენებს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, გერმანიის მთავრობასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ:

ოფიციალური ბერლინი შიშობს, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს თავდაჯერებული, თუ ფრონტზე რამდენიმე დიდ გამარჯვებას მოიპოვებს. სამხედრო წარმატების შემთხვევაში, ეიფორიაში მყოფი უკრაინა შეიძლება შევიდეს რუსეთის ტერიტორიაზე. მაშინ „გერმანული ტანკები კვლავ აღმოჩნდება რუსეთის ტერიტორიაზე“, რაც ისტორიული მიზეზების გამო გერმანიისთვის მიუღებელია.

გერმანული გამოცემა წერს, რომ გერმანია ტანკების მიწოდების ჰიპოთეტური შესაძლებლობისთვისაც კი არ ემზადება და თუ, მაგალითად, შეერთებული შტატები საბოლოოდ გადაწყვეტს ტანკების უკრაინაში გაგზავნას, გერმანელებს თვეები დასჭირდებათ, სანამ თავიანთი აღჭურვილობის უკრაინაში გასაგზავნად მომზადებას შეძლებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner