დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა.
ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 148 კონსერვატორმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 211 კი წინააღმდეგ წავიდა.
კენჭისყრას წინ უძღოდა მმართველი „კონსერვატიული პარტიიდან“ 54 დეპუტატის შესაბამისი მოთხოვნა.
კენჭისყრა დიდ ბრიტანეთში ე.წ. ფართიგეითის სკანდალს უკავშირდებოდა, რომელიც პანდემიის დროს, ბრიტანეთის მთავრობისა და კონსერვატიული პარტიის წევრების მონაწილეობით რეგულაციების დარღვევით გამართულ წვეულებებს ეხება.