logo_geo
eng_logo
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას - "YOUTH MATTERS” იწყებს.
- +

7 ივნისი. 2022. 10:09

 

 

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას - "YOUTH MATTERS” იწყებს. 

 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ,,Youth Matters” მოიცავს ონლაინ საინფორმაციო კამპანიას, ახალგაზრდული პოლიტიკის კვირეულსა და შეხვედრებს ახალგაზრდული პოლიტიკის როლის და მისი პოპულარიზაციის მნიშვნელობის შესახებ. 

 

კამპანია საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოსა და დანიის ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით განხორციელდება. 

 

კამპანია “YOUTH MATTERS“ მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის 2020-2030 წლების სტრატეგიული პრიორიტეტების გააზრებას და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება. 

 

 ,, კამპანიის ფარგლებში დანიის ახალგაზრდულ საბჭოსთან პარტნიორობით განვახორციელებთ საინფორმაციო ონლაინ კამპანიას, ახალგაზრდული პოლიტიკის კვირეულს, სემინარებსა და შეხვედრებს. ვიმედოვნებთ, რომ კამპანია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროცესში, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.“ -  განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ.

 

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საქართველოს მასშტაბით. საბჭო ადვოკატირებას უწევს ახალგაზრდულ პოლიტიკას და მხარს უჭერს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.




right_banner right_banner
არქივი
right_banner