logo_geo
eng_logo
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა
- +

7 ივნისი. 2022. 11:45

 

 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა.  

 

შეხვედრაზე ნინო აღლემაშვილმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა უწყებაში დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებზე. საჯარო ლექციაზე საუბარი ასევე შეეხო სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის ეტაპებს და  საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობას, ინსტიტუტის არსებობის მანძილზე გამოვლენილ ხარვეზებს, გამოწვევებსა და მიღწევებს.

 

ლექციაზე გაიმართა დისკუსიაც.

 

შეხვედრის დასასრულს ნინო აღლემაშვილმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა საჯარო ლექციაში მონაწილეობისთვის და მათ პროფესიული წინსვლა უსურვა. 

 

შეხვედრა საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით გაიმართა და სტუდენტებისათვის საინტერესო საკითხებზე შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, პროკურორებმა საჯარო ლექციები სტუდენტებისთვის სხვადასხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაატარეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner