logo_geo
eng_logo
გეგი ქელბაქიანი: ინდუსტრიაში ბევრი გამოწვევაა და საჭიროა მათი მოგვარება ერთიანი ძალისხმევით
- +

7 ივნისი. 2022. 11:51

 

 

„ინდუსტრიაში ბევრი გამოწვევაა და საჭიროა მათი მოგვარება ერთიანი ძალისხმევით“, - ამის შესახებ “საქმიან დილასთან” კომპანია „რეფორმას“  გენერალურმა დირექტორმა, სამშენებლო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების შესახებ კითხვის საპასუხოდ გასცა.

 

გეგი ქელბაქიანის თქმით, თუ ადმინისტრაციულ საკითხებს სახელმწიფოებრივ დონეზე არ მიეხედა, ლარის კურსის მერყეობა იმდენად არ ცვლის სურათს, რამდენადაც ის საკანონმდებლო ველი, რომელშიც სამშენებლო სექტორს უწევს მუშაობა.

 

„დღეს ჩვენი ინდუსტრია საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე დგას, სექტორში მუშახელი ძალიან გვიჭირს. პრობლემებს ემატება მსოფლიო ინფლაცია და ფასების ზრდა. ამას გარდა, უამრავი ადმინისტრაციული პრობლემა დგას, რომელიც საკანონმდებლო ბაზაში გამოიხატება. ამაში იგულისხმება სამშენებლო ნორმები, შესყიდვების კანონმდებლობა, ასევე, ის კონტრაქტის ფორმები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია სახელმწიფოსთან ურთიერთობის დროს და თუ ამას სახელმწიფოებრივ დონეზე არ მიეხედა, ჩვენ ერთი მუშით მეტს ვიშოვით, თუ ნაკლებს და ვალუტის კურსი, ვთქვათ, 3.1 იქნება თუ 3.05, იმდენად არ ცვლის სურათს, რამდენადაც ის საკანონმდებლო ველი, რომელშიც ჩვენ გვიწევს მუშაობა“, - აღნიშნა გეგი ქელბაქიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner