კალიფორნიის შტატის ორ საგრაფოში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის გამო საგანგებო ვითარება გამოცხადდა. ხანძარმა ამ დროისთვის 200-მდე სახლი გაანადგურა.
საგანგებო ვითარება გამოცხადებულია ლეიქისა და სან ლუის ობისპოს საგრაფოებში, სადაც ხანძრის შედეგად ორმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო.
როგორც „BBC" აღნიშნავს, ხანძრის გავრცელებას გვალვა, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს.