აჭარის მთავრობის მეთაურმა უმაღლეს საბჭოში წლის ანგარიშის წარდგენა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით დაიწყო.
„დღეს საქართველო უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ გზას გადის - გზას ევროპისკენ. საქართველო ერთგულია ევროპული სტანდარტების, ფასეულობების.
ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ამ გზაზე ქვეყანა კომპლექსური რეფორმების განხორციელებას განაგრძობს კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით.
გვაქვს პროგრესი მთელი რიგი მიმართულებით. მთავრობის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, რეფორმები, ბიზნესის კეთების მიმართულებით. ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც აღებული გვქონდა ვალდებულებად.
არაერთი სირთულის მიუხედავად ქვეყანა აგრძელებს განვითარებას და აჭარას თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის პროგრესში“, - აღნიშნა თორნიკემ.