„ხან ევროპული დაირქვა, ხან ფოთში მაჟორიტარობას აპირებდა, თუმცა ბოლოს ისევ ჩერგოს დაუბრუნდა გაუფასურებულ „ბედოვლათად“, შენი შეცვლილი მთავრობა რა ვთქვი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის თანახმად ბოკერიამ აღნიშნა, „რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“.
„ვააა, ეს რომ ექიმს გაასინჯო ჯანმრთელიაო, კაცოო... ეს ის არ არის „ახალი ქართველის“ გამოყვანას რომ ცდილობდა და ბოლოს უპატრონო, 1%-იან მაწანწალად იქცა?! ხან ევროპული დაირქვა, ხან ფოთში მაჟორიტარობას აპირებდა, თუმცა ბოლოს ისევ ჩერგოს დაუბრუნდა გაუფასურებულ „ბედოვლათად“... შენი შეცვლილი მთავრობა რა ვთქვი“, - წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.