იემენში საავადმყოფოს დაბომბვას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 19 კი - დაშავდა. ავიაიერიში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჰოსპიტალზე მიიტანეს, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას „ექიმები საზღვრებს გარეშე" ეკუთვნის. დაღუპულებს შორის არიან ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.
თვითმხილველების თქმით, დაჭრილების დროული ევაკუაცია ვერ მოხერხდა, რადგან გამანადგურებლები დაბომბვის შემდეგ კიდევ დიდხანს დაფრინავდნენ.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ბოლო პერიოდში ამავე რაიონში ავიაიერიშები გახშირდა.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ არაბული ქვეყნების კოალიციაში მომხდართან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სამოქალაქო ომი იემენში 2014 წლის მარტში დაიწყო. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდასაჭერად კონფლიქტში ჩაერია. იემენის ხელისუფლება და საუდის არაბეთი ჰუსიტების მფარველობაში ირანს ადანაშაულებენ.