logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ევროპელი პოლიტიკოსები აქტიურად ერევიან ქართულ პოლიტიკაში, რაც ცალსახად დასაგმობი ფაქტია
- +

7 ივნისი. 2022. 16:28

 

 

„ბოლო დღეების განმავლობაში ახალი ტენდენცია შეიმჩნევა, ევროპელი პოლიტიკოსები აქტიურად ერევიან ქართულ პოლიტიკაში, რაც ცალსახად დასაგმობი ფაქტია. ჯერ ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს, შემდეგ კი სახალხო პარტიის(epp) რეზოლუციის პროექტი გავრცელდა, რომელიც ევროპარლამენტმა 9 ივნისს უნდა განიხილოს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით,  სწორედ ღარიბაშვილმა დაიწყო ის ისტორიული პროცესი რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობით დასრულდება:

 

„საქართველოს და ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება მისი ღირებულებების გამო სურს, ღირებულებების რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, კანონის პატივისცემაზე, მეორე ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე და თანასწორობაზე გადის. მიკერძოებული ევროპარლამენტარების მიერ კი საპირისპიროს ვხედავთ, რაც ქართველ ხალხში ევროკავშირის როგორც ინსტიტუტის დაკნინებას ემსახურება.

 

საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ჯერ კიდევ 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა, სწორედ ღარიბაშვილმა დაიწყო ის ისტორიული პროცესი რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობით დასრულდება. რაც შეეხება ცალკეულ პოლიტიკოსთა ქმედებას, არავის აქვს უფლება სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში, შიდა პოლიტიკაში ჩაერიოს, არ აქვს მნიშვნელობა ევროპარლამენტარი იქნება თუ ვინმე სხვა. ქვეყნის მეგობრები სხვაგვარად იქცევიან, არგუმენტირებულად მსჯელობენ, ქვეყნის მტრები კი ევროპის სახალხო პარტიის მსგავსად მოქმედებენ, ისინი ღიად ესხმიან თავს საქართველოს, რეალურად მათი რეზოლუცია დაცლილია ფაქტებისგან, ეს არის რეზოლუცია რეზოლუცისთვის, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს“, - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner