რუსული მედიის ინფორმაციით, ირანის ჰამადანის ავიაბაზაზე უკვე განლაგდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ТУ-22-М3-ის ტიპის თვითმფრინავები. ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების წინააღმდეგ ავიადარტყმების განსახორციელებლად ავიაბაზის გამოყენებაზე თანხმობა თეირანმა განაცხადა.
ირანის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების დისლოკაცია რუსეთის ძალებს ფრენის დროის 60 პროცენტით შემცირების საშუალებას მისცემს.