საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან, შტეფან მალერიუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შალვა პაპუაშვილმა შტეფან მალერიუსს საქართველოს პარლამენტსა და კონრად ადენაუერის ფონდს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, ასევე, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადი და აღნიშნულთან დაკავშირებული მოვლენები განიხილეს.