logo_geo
eng_logo
საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
- +

7 ივნისი. 2022. 18:55

 

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრმა ჯაჰიო კუმოლომ ხელი მოაწერეს.

 

დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ელექტრონული მმართველობის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

 

 

მემორანდუმის გაფორმებამდე ორი ქვეყნის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. რატი ბრეგაძემ და ჯაჰიო კუმოლომ  განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროექტები და ინიციატივები სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად მიწოდების კუთხით. ქართულმა მხარემ კოლეგებს  გააცნო ინოვაციური პროექტები: მობილური იუსტიციის სახლი; PROBBOX; ციფრული უნივერსიტეტი და სხვ.

 

ინდონეზიის დელეგაცია  ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ესტუმრება და ადგილზე გაეცნობა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას სერვისების მიწოდების სფეროში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner