პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათელა თურნავას კანდიდატურას 80 ხმით 9 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
ნათელა თურნავა 2018 წლის 14 სექტემბრიდან 2019 წლის 17 აპრილამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხოლო 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ამავე უწყების მინისტრი იყო.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორსა და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრს, ნათელა თურნავას განათლება მიღებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო და დიდი ბრიტანეთის კამბრიჯის საგრაფოს უნივერსიტეტებში, ასევე გავლილი აქვს სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის, ჯ. კენედის სახ. სამთავრობო სკოლის ეგიდით.