ირაკლი კოვზანაძის თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 60 მილიონ 906 ათასს ლარს შეადგენს.
„2023 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 34 მლნ 748 ათასი ლარის, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი - 19 მლნ 334,9 ათასი ლარის ოდენობით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.
აღნიშნული საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.