logo_geo
eng_logo
ირანიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული ჩარტერული ავიარეისები განხორციელდება
- +

16 აგვისტო. 2016. 12:07


19 აგვისტოდან, საქართველოს ავიაბაზარზე ჩარტერული ფრენების განხორციელებას ირანული ავიაკომპანია „Zagros Airlines" იწყებს.



სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია ფრენებს თეირანი-თბილისი-თეირანის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, Airbus A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. რეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე - 28 ოქტომბრამდე განხორციელდება. ირანულმა ავიაკომპანია „ATA Airlines"-მა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულება ახალი მიმართულებით, კერძოდ თეირანი-ბათუმი-თეირანის საჰაერო ხაზზე დაიწყო. პირველი რეისი ავიაკომპანიამ 12 აგვისტოს შეასრულა. ფრენები 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.


ამასთან, 15 აგვისტოდან „ATA Airlines"-მა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეები გაზარდა თბილისის მიმართულებით. რეისი თეირანი-თბილისი-თეირანი ნაცვლად ორისა, კვირაში ოთხჯერ განხოციელდება. გაზრდილი ავიასიხშირეებით ოპერირებას ავიაკომპანია ოქტომბრის ბოლომდე გეგმავს.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ხსენებულ ავიაკომპანიებს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner