logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

7 ივნისი. 2022. 21:54

 

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„დღეს, 7 ივნისს მცხეთა-მთიანეთის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა დატბორა საგურამოს ტერიტორია. მათ შორის დაიტბორა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე. სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება შეეზღუდა დღეს, 7 ივნისს 19:30 საათიდან 8 ივნისის დღის 12:00 საათამდე:

 

ვაკე-საბურთალოს რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, ტაბიძის, რაზმაძის, მცხეთის, ბარნოვის, ფალიაშვილის, რამიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; ვაჟა ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას, ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, გელოვანის, მიქელაძის, დელისის, თავხელიძის, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს; ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, კოსტავას, ალექსიძის, გაგარინის, კანდელაკის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს; აღმაშენებლის ხეივანს, ფარსადანის, ბობ უოლშის, ნასიძე, 13 ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში: სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზის და მიმდებარე ქუჩებს, დიღომი 7-ს; სოფელ ძველ ვეძისს.

 

მთწმინდა-კრწანისის რაიონში - ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, მელიქიშვილის, ბელინსკის, ახვლედიანის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ქიქოძის, ჭონქაძის, ამაღლების, ლერმონტოვის, მაჩაბელის, ტაბიძის, დადიანის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის ქუთათელაძის, კოტე აფხაზის, ორთაჭალის, საიათნივას, ხანძთელის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, გუნიას და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს.

 

გლდანის რაიონში - ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს და სოფელ წიწამურს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner