ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებით, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებას საფუძვლად საჯარო რეესტრის ინფორმაცია უდევს, რომლის მიხედვითაც, პარტია „ცენტრისტების" ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილება იურიდიულად არ გააჩნიათ.