პრეცედენტული დავის შემდეგ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმა სადავო ვეღარ გახდება და სასამართლოს განმარტება ორივე მხარეს კანონის ინტერპრეტირების საშუალებას აღარ მისცემს, - ამბობენ კონსტიტუციონალისტები საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის მიერ შეტანილი სარჩელის საკითხზე საუბრისას.
„ერთის მხრივ ეს არის „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაცია, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტის თანხმობა არის ფორმალური და მეორეს მხრივ, გვაქვს პრეზიდენტის ინტერპრეტაცია, რომელიც ამბობს, რომ მე შემიძლია დავადასტურო, ან უარვყო შემოთავაზებული კანდიდატი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ავტორიტეტული განმარტება“, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ.
მთავრობამ, ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
რას ითხოვს საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით, დეტალურად გაეცანით ამ ბმულზე.