logo_geo
eng_logo
მერკელი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე: ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ვთქვა, რომ ეს არასწორი იყო და ამის გამო ბოდიშს არ მოვიხდი
- +

8 ივნისი. 2022. 01:43

 

 

ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ვთქვა, რომ ეს არასწორი იყო და ამის გამო ბოდიშს არ მოვიხდი, - განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე უკრაინასა და საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭების თაობაზე.

 

„2008 წელს ეს არ იყო უკრაინა, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ქვეყანა არ იყო სტაბილური, კორუფცია მძვინვარებდა, ქვეყანას მართავდნენ ოლიგარქები“, - აღნიშნა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.

 

მისი თქმით, იმ დროს ნატოს გაფართოებას მოსკოვთან კონფლიქტის პროვოცირება შეეძლო, ხოლო მას ესკალაციის თავიდან აცილება სურდა..

 

კითხვაზე, შეეძლო თუ არა მას მეტის გაკეთება უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად, მერკელმა უპასუხა:

 

მე საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ. შეუძლებელი იყო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რომელსაც შეეძლო ამის თავიდან აცილება.

 

ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ დიპლომატია წარუმატებელია, არ ნიშნავს, რომ არასწორია და დასძინა, რომ მინსკის შეთანხმებების გარეშე, უკრაინაში მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული იქნებოდა.

 

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner