logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
- +

8 ივნისი. 2022. 10:56

 

 

„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXIX სხდომა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, კვლავ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე დაიკავებს. მეორე ვიცე-პრეზიდენტად კი, საბჭოს წევრებმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი - არჩილ ჩიქოვანი აირჩიეს.

არჩილ ჩიქოვანი - მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მზად ვარ აქტიური თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია თვითმმართველობის ასოციაციის როლი, როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საქმიანობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას.

 

გასვლით სხდომაზე გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში ასოციაციის როლსა და ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს, როგორც აღნიშნულ პროცესში ერთი-ერთი მთავარი აქტორის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

 

სხდომა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახლადარჩეული წევრები, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner