logo_geo
eng_logo
რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა პედაგოგებს 8 მარტი მიულოცეს
- +

8 მარტი. 2016. 17:26



რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ელზა ლეკვეიშვილმა, ზვიად სეხნიაშვილმა, რობიზონ ლომიძემ, უმრავლესობის წევრებმა მერაბ სულაბერიძემ და დავით სხირტლაძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში ქალაქის მერის დავით ჯიქიას წარმომადგენლებმა დამსახურებულ პედაგოგებს ქალთა დღესასწაული მიულოცეს. თვითმმართველობის წევრებმა პედაგოგები პირადად მოინახულეს და სარვამარტო საჩუქრები გადასცეს.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 8 მარტი მიულოცეს და ყვავილებთან ერთად მცირე საოჯახო ტექნიკით დაასაჩუქრეს რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა მარინა კაკოშვილიც, რომლის საცხოვრებელ ბინაში 72 მირონმდინარე ხატია დაბრძანებული.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner