logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ჟან მონეს დიალოგი იქცა არა ინსტრუმენტად, რომელმაც პოლიტიკური ურთიერთობების სიმძაფრე უნდა შეამციროს, არამედ ინსტრუმენტად, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი იყენებს უთანხმოებისთვის
- +

8 ივნისი. 2022. 15:17

 

 

„ჟან მონეს დიალოგი სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში იქცა არა ინსტრუმენტად, რომელმაც პოლიტიკური ურთიერთობების გარკვეული სიმძაფრე უნდა დაწიოს, არამედ პირიქით, იქცა კიდევ ერთ დამატებით განხეთქილების საგნად და კიდევ ერთ ინსტრუმენტად, რომელსაც სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილი იყენებს არა იმისთვის, რომ იყოს თანხმობა, არამედ რომ იყოს ან უთანხმოება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი კოლეგის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას ჟან მონეს დიალოგთან დაკავშირებით.

 

„სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის წევრები არ ჩამოვუშვით. ესეც ტყუილია. იცით, რომ საკმაოდ დეტალურად იქნა მაშინაც ამ საკითხზე პასუხი გაცემული. თუ გინდათ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ. რაც შეეხება ჟან მონეს დიალოგს - ინტერესი ამასთან დაკავშირებით გამოთქმული იყო 2021 წელს და იმისთვის, რომ ეს დიალოგი დაწყებულიყო, საჭირო იყო წინასწარი მოკვლევა ამ საკითხის. ევროპარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა საჯაროდაც განაცხადა, რომ ვერ ჩამოდიოდა საქართველოში.   იმ პერიოდში შეიცვალა პარლამენტის თავმჯდომარე, გახლდით ახალი არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე და შევთავაზე, რომ ვინაიდან იგეგმებოდა ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრა ევროკავშირის პარლამენტის პრეზიდენტთან, რომ თავდაპირველად ამ შეხვედრას დავლოდებოდით, რათა იქიდან დაგვეწყო პროცესი, რომელიც იქნებოდა სისტემაში მოქცეული.

 

ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამ საკითხზე. მე ევროპარლამენტის პრეზიდენტს ამის შემდეგ გავუგზავნე კიდევ წერილი და გავუზიარე ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება იყოს თანამშრომლობა ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის.  ჩვენ ველოდებით მისგან რეაქციას და  შეთანხმებას. მათ შორის, ჩვენ ვთქვით, რომ ჟან მონეს დიალოგი სამწუხაროდ, იქცა არა ინსტრუმენტად ჩვენი პოლიტიკურ რეალობაში, რომელმაც უნდა დაწიოს გარკვეული სიმძაფრე პოლიტიკური ურთიერთობებისა, არამედ პირიქით, იქცა კიდევ ერთ დამატებით განხეთქილების საგნად და კიდევ ერთ ინსტრუმენტად, რომელსაც სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილი იყენებს არა იმისთვის, რომ იყოს თანხმობა, არამედ რომ იყოს ან უთანხმოება.   ქალბატონი სალომე იმ ტონალობაში საუბრობდა, რომ თითქოს ეს უნდა იყოს რაღაც იძულების ინსტრუმენტი „ქართული ოცნების“  წინააღმდეგ, რაც არათუ არსს ეწინააღმდეგება, არამედ მთლიანად ფილოსოფიას ეწინააღმდეგება ამ ინსტრუმენტის. მე პირადად ძალიან ვუფრთხილდები და პატივს ვცემ ამ ინსტრუმენტს და  სწორედ ეს პოზიცია მაქვს მე, მათ შორის, ევროპარლამენტის წინაშე დაფიქსირებული, რომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, არ მინდა ეს ინსტრუმენტი  დისკრედიტირებული იქნას ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სერიოზული, ფრთხილი დაგეგმვა და რაც შეიძლება ნეიტრალური და  საგნობრივი განხორციელება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner