სააგენტო „ИТАР-ТАСС"-ს ინფორმაციით, რუსეთმა ჩრდილო კავკასიაში, ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში" და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო.
სწავლებაში მონაწილეობენ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედროები, ისე ჯარისკაცები ჩრდილოეთ კავკასიიდან. ერთდროულად შვიდ პოლიგონზე დაწყებულ სწავლებაში მონაწილეობს სამხრეთის ოლქის სარაკეტო და საარტილერიო ჯარების 5 000-ზე მეტი სამხედრო.
წვრთნებში ჩართულია სარაკეტო კომპლექსები „Искандер-М", თვითმავალი ჰაუბიცები „Акация" და „Гвоздика", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „Град", „Торнадо-Г", „Ураган", ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „Штурм-С " და სხვა.
სწავლება 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.