თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ირაკლი ხომასურიძე - ვისთვის ჰომოფობია, ვისთვის პრორუსი, ვისთვის ევროინტეგრაციის მტერი, ქართული საზოგადოებისთვის კი, ნაცმოძრაობის რეჟიმთან შეუპოვარი წინააღმდეგობის ერთ-ერთი სიმბოლოა! ნაც-ლიბერალებისგან ამ ადამიანის სიძულვილი არ მიკვირს, სალომე ზურაბიშვილისგან გამკვირვებია მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, ქალბატონი პრეზიდენტი, 6 მაისის სისხლიანი დარბევისას ხომ პროტესტის პოლიტიკურ ავანგარდში იყო… ზურაბიშვილმა უნდა იცოდეს, რომ იმ უკიდურესად არაადეკვატური განცხადებით ირიბად ზემოქმედება მოახდინა სასამართლოზე და ეს ნაწამები კაცი ციხეში გააშვებინა!
უამრავი დამნაშავე ქუჩაში თავისუფლად დადის მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკას ან მედიას არიან ამოფარებულები და ამ ფონზე ბერძენიშვილის გინებისთვის, ირაკლი ხომასურიძის საჩვენებელი დასჯა არის დიდი უსამართლობა!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.