ამერიკელმა სამართალდამცველებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანოს სახლთან შეიარაღებული პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით, დანითა და წიწაკის სპრეით იყო შეიარაღებული. როდესაც პოლიციამ ის მოსამართლის სახლთან დააკავა, მან განაცხადა, რომ მოსამართლე ბრეტ კავანოს მოსაკლავად მივიდა იქ.
„დღეს, დაახლოებით 01:50 საათზე, მოსამართლე კავანოს რეზიდენციის მახლობლად მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი შეიარაღებული იყო და მოსამართლე კავანოს მიმართ იმუქრებოდა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს“, - ნათქვამია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.