logo_geo
eng_logo
აშშ-ში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სახლთან შეიარაღებული პირი დააკავეს, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამართლე ბრეტ კავანოს მოსაკლავად მივიდა იქ
- +

8 ივნისი. 2022. 19:23

ამერიკელმა სამართალდამცველებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანოს სახლთან შეიარაღებული პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით, დანითა და წიწაკის სპრეით იყო შეიარაღებული. როდესაც პოლიციამ ის მოსამართლის სახლთან დააკავა, მან განაცხადა, რომ მოსამართლე ბრეტ კავანოს მოსაკლავად მივიდა იქ.

„დღეს, დაახლოებით 01:50 საათზე, მოსამართლე კავანოს რეზიდენციის მახლობლად მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი შეიარაღებული იყო და მოსამართლე კავანოს მიმართ იმუქრებოდა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს“, - ნათქვამია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner